იტალიელი ჟურნალისტი გაბრიელ დელ გრანდე ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ის თურქეთის ციხეში იმყოფებოდა. ქვეყნის ხელისულფებამ რეპორტიორი მაშინ დააკავა, როცა ის ჰატაის პროვინციაში ინტერვიუების ჩასაწერად ჩავიდა. დაკავების მიზეზი ოფიციალურად არ დაუსახელებიათ. ჟურნალისტი იტალიის საგარეო უწყების ჩარევის შემდეგ გათავისუფლეს.