ცნობილი პოპ-მომღერალი რიანა სოციალური ქსელების ანტიგმირად იქცა. ამის მიზეზი ინსტაგრამში გამოქვეყნებული ფოტოები გახდა, რომლებიც ფოტოშოპით არის დამუშავებული. რიანას ფოტოებში ელიზაბეტ მეორის თავი აქვს. ბრიტანეთის მონარქს 91 წელი 21 აპრილს შეუსრულდა. რიანამ კი, როგორც ჩანს, ამ ფორმით მისთვის დაბადების დღის მილოცვა გადაწყვიტა. ინსტაგრამზე მომღერალს 52 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მათი უმრავლესობა რიანას ვულგარული საქციელისთვის აკრიტიკებს.