ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი იძულებული გახდა აშშ-ში დაგეგმილი კონცერტები გადაედო. ჩილედან დაბრუნებულ მომღერალს ექიმებმა ატიპიური ბაქტერიული ინფექცია დაუდგინეს. ამის გამო მას 2 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოუხდა დარჩენა. ამჟამად ელტონ ჯონი მკურნალობის კურსს სახლში გადის. 25 მარტს ლეგენდარულ მუსიკოსს 70 წელი შეუსრულდა.