საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს შენობაში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
დამსწრეებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თორბიორნ იაგლანდმა მიმართეს.
„ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე შექმნილი ქეთი მატაბელის და გიორგი გუგუშვილის ნამუშევრები საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს ევროპული კონვენციის ხელმოწერიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად გამოიფინა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისა და მაღალი რანგის შეხვედრების გამართვის პარალელურად, ქართველი დეპუტატები კულტურულ ღონისძიებებსაც მასპინძლობენ.