25 აპრილს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში თანამედროვე ქართველი არტისტის, ზურაბ არაბიძის ნამუშევრების ერთ-ერთ სერიის F63.9-ის პრეზენტაცია გაიმართება.
F63.9 პროექტია სიყვარულის თემაზე. გეომეტრიული, მარტივი ფორმებით შექმნილ ტანსაცმლის კოლექციაზე მანტრას პრინციპით, ერთი და იგივე ფრაზა მეორდება. პროექტის ნაწილია სარკის ოთახიც, რომელიც ობიექტის ანარეკლს უსასრულოს ხდის.
პროექტი თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, #წერექართულად ინიციატივის ფარგლებში, ჟურნალ "ამარტაში" დაიბეჭდა.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი, მარჯანიშვილის #7, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)