იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი "სამი საფეხური" კიევის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე 2 პრიზით დაჯილდოვდა.
ფილმს ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და მაყურებლის ჯილდო გადაეცა.
"სამი საფეხური" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც 13 წლის მარიამის შესახებ მოგვითხრობს. მარიამი სიღარიბესთან ერთად უმკლავდება გარდატეხის ასაკს და მუდმივ შიშს, რომ მამამისი მას ფულის გამო უღალატებს.
კიევის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 19-23 აპრილს გაიმართა.