პოლიტიკური დევნილი აჰმედ ზაკაევი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ალტერნატიულ დებატებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. დებატები ჩრდილო კავკასიაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის საკითხების განხილვას მიეძღვნება.
რუსული მედიის ინფორმაციით, დებატებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე პარლამენტარი, უფლებების დამცავები და რუსული დელეგაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. თუმცა, რუსული დელეგაციის ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ზაკაევის გამოჩენის გამო დებატებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ მიიღებს.
რუსული მედია, რუსეთის დელეგაციის ამ წარმომადგენლის ვინაობას არ ასახელებს.