საქართველოსა და არგენტინის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშრებით 24 აპრილსეროვნული მუზეუმის კინოდარბაზში საზეიმო მიღება და ლათინოამერიკული ფილმების კინოფესტივალის ოფიციალური გახსნისცერემონია გაიმართება. საიუბილეო დღეების ფარგლებში 24 აპრილს საქართველოს ეწვია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსდელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გუსტავო სლაუვინენის ხელმძღვანელობით.
კინოფესტივალზე 29 და 30 აპრილს წარმოდგენილი იქნება, არგენტინის, ბრაზილიის, პერუს, კუბის, ეკვადორის, ჰონდურასის, იამაიკის,ჩილეს, მექსიკისა და გვატემალის ფილმები. ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან საქართველოში ესპანური ენის შემსწავლელი ცენტრების,უნივერსიტეტის და კინო ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენელები და კინოკრიტიკოსები. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული საზოგადოებისთვის კინოფესტივალზე დასწრებათავისუფალია.
საიუბილეო დღეების ფარგლებში არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის, საქართველოში ვიზიტის დროს გაიმართებაორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს იუსტიციის სახლში და ინოვაციებისადა ტექნოლოგიების სააგენტოში.