„ცოცხალი წიგნები - 2017" იწყება! 24, 25 და 26 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლების 8 კაციანი მობილური ჯგუფი ქვემო და შიდა ქართლს ეწვევა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: რობერტ მესხი, კატო ჯავახიშვილი, ლელა ცუცქირიძე, ნიკა ჩერქეზიშვილი, ნინო გუგეშაშვილი, ნინია სადღობელაშვილი, გიორგი კაკაბაძე, ირმა ბერიძე.
24 აპრილს, 12:00 საათზე, დმანისის კულტურის ცენტრში მწერლები შეხვედრას გამართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამავე დღეს, 16.00 საათზე, მკითხველთან შეხვედა შედგება დაბა კაზრეთში.
25 აპრილს, 11:00 საათზე, ნიქოზის გამგეობის შენობაში, ახალგაზრდების მიერ გახსნილ ბიბლიოთეკაში მწერლები ადგილობრივ მოსახლებას შეხვდებიან, 14:00 საათზე კი სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, შეხვედრას გამართავენ ვარიანელ ახლაგაზრდებთან, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. ამავე დღეს, 17.00 საათზე შეხვედრა გაიმართება გორის მოსახლეობასთან მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურის ცენტრში.
26 აპრილს, 13:00 საათზე, მწერლებთან შეხვედრა შედგება ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთი, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში. 16:00 საათზე კი - სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 აპრილს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტი, რომელშიც თავდაპირველად 75 მწერალი იყო ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, - ამჟამად, „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრებს მართავს მკითხველთან რეგიონებში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სამხედრო ნაწილებში და სკოლებში. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო - სპექტაკლის სახით ეცნობა. პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა. პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი - მარიამ წიკლაური.
2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საზოგოდოებრივი