ემანუელ მაკრონს არჩევნების მეორე ტურში გადასვლა საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა მიულოცა. ფრანსუა ოლანდი პრეზიდენტობის კანდიდატს ტელეფონით დაუკავშირდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარი შედეგებით, 7 მაისს მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. მაკრონმა პირველ ტურში ხმათა 23,7 %, ლე პენმა კი 22% მიიღო.