The Guardian-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პატარა ქალაქებსა და სოფლებში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა. უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, რაც შეეხება დიდ ქალაქებს, იქ ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ტარდება. მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტურში მონაწილეობას მარკონი და ლე პენი განაგრძობენ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს. საარჩევნო სიებში 45 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.