საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი ლიდერობს. ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა.
ემანუელ მაკრონი: 24%
მარინ ლე პენი: 22%
ფრანსუა ფიიონი:20.5%
ჟან-ლიუკ მელანშონი: 18%
საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, ფავორიტებს შორის ხუთი კანდიდატია დასახელებული: ემანუელ მაკრონი, მარინ ლე პენი, ფრანსუა ფიიონი, ჟან-ლიუკ მელანშონი და ბენუა ამონი.
საარჩევნო სიებში 45 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.
საფრანგეთში არჩევნებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ტურად გაიმართება. მეორე ტური, ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე ორ კვირაში, 7 მაისს გაიმართება.
მეორე ტურში ერთმანეთს ორი მოწინავე კანდიდატი დაუპირისპირდება.