ლუგანსკში დაღუპული ეუთოს დამკვირვებელი ამერიკის მოქალაქეა, - ამის შესახებ სააგენტო ,,ინტერფაქსი“ დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. ამავე ინფორმაციით, მანქანის აფეთქების შედეგად გერმანიის მოქალაქეებიც დაშავდნენ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანქანა დღეს სოფელ პრიშიბთან ნაღმზე აფეთქდა.