უკრაინამ პერსონა ნონ გრატად კიდევ ერთი რუსი მომღერალი გამოაცხადა. ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ამჯერად ლოლიტა მილიავსკაიას აუკრძალეს. მომღერლის თქმით, დღეს დილით ის მატარებლიდან ჩამოსვლეს და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. 2015 წელს ლოლიტა ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა, რის გამოც მას უკრაინის კარი გაურკვეველი ვადით ჩაუკეტეს. მომღერალს კიევში ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ბებიასთან ცხოვრობს.