მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება. ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში კიდევ რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი აიღეს. მათ კონტროლს ალ-ტავრის რაიონი დაექვემდებარა. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმოამ 19 თებერვალს კოალიციის ავიაციისა და ქურთული რაზმების დახმარებით დაიწყო.