ფხენიანი ამერიკული ავიამზიდის, კარლ ვინსონის ჩაძირვით იმუქრება. საგანგებო განცხადება ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ოფიციალური ფხენიანი ირწმუნება, რომ ამერიკულ გემს ერთი დარტყმით გაანადგურებს, რითაც ჩრდილოეთ კორეა საკუთარი ძალების დემონსტრირებას მოახდენს. ამერიკული ესკადრა კარლ ვინსონის მეთაურობით წყნარ ოკეანეში იაპონიის ფლოტთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებს.