ცხინვალი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ სააგენტო ლენტა იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.