ძლიერი ხანძარი ფლორიდაში. ორი დღის წინ ტყის მასივში გაჩენილმა ხანძარმა ათობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ხანძარი ნეპლეს დასახლებული რაიონისკენ მიიწევს. დამწვარია 6 საცხოვრებელი სახლი. სტიქიის ზონიდან 2 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეები ავიაციის დახმარებით ცდილობენ. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.