მასობრივი არეულობებით დასრულდა საპროტესტო აქცია არგენტინაში. სანტა-კრუზში მდებარე სამთავრობო კომპლექსს, სადაც გუბერნატორი ალისია კირშნერი ყოფილ პრეზიდენტს, კრისტინა ფერნანდესს მასპინძლობდა, დემონსტრანტებმა ალყაში მოიქციეს. აქტივისტთა ჯგუფმა შენობაში შეჭრა სცადა, რაშიც მათ ხელი სამართალდამცავებმა შეუშალეს. პოლიციამ მანიფესტანტთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.