შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ წყნარ ოკეანეში ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მანევრებში ამერიკული ავიამზიდი კარლ ვინსონიც არის ჩართული. პენტაგონის განცხადებით, სასწავლო მანევრების დასრულების შემდეგ ამერიკული ესკადრა კორეის ნახევარკუნძულთან განთავსდება. ამერიკული ავიამზიდების დამრტყმელმა ჯგუფმა კურსი თვის დასაწყისში შეიცვალა და გეზი კორეის ნახევარკუნძულისკენ აიღო, რამაც ფხენიანი საფუძვლიანად შეაშფოთა. სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა ბირთვული დარტყმებით იმუქრება.