ფხენიანი შეერთებული შტატების შემდეგ ავსტრალიასაც ემუქრება. საგანგებო განცხადება ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ თუ ავსტრალია ამერიკის პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს და ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლას არ შეწვეტს, ფხენიანის ბირთვული სამიზნე გახდება. მანამდე ავსტრალიის პირველმა დიპლომატმა ჯული ბიშოპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა ავსტრალიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.