რუსები ადმირალ კუზნეცოვს არემონტებენ. ავიამატარებელ კრეისერს ძრავს შეუკეთებენ. სარემონტო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება და 40 მილიარდი რუბლი დაჯდება. ადმირალი კუზნეცოვი მსოფლიოს წამყვანი გამოცემების გარეკანზე მას შემდეგ მოხდა, რაც ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილებისას გადაიღეს. ხომალდს მთელ მარშრუტზე შავი ბოლი მიჰყვებოდა.