ამერიკული ესკადრა იაპონიის ზღვაში უახლოეს დღებში შევა. ამის შესახებ ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა მაიკლ პენსმა განაცხადა. მანამდე პენტაგონმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ამერიკული ავამატარებლების დამრტყმელი ჯგუფი კორეის სანაპიროებამდე თვის ბოლომდე მიაღწევს. თვის დასაწყისში საზღვაო ესკადრამ ადმირალ ნელსონის მეთაურობით მოულოდნელად კურსი შეიცვალა და გეზი კორეის ნახევარკუნძულისკენ აიღო, რასაც ჩრდილოეთ კორეის მწვავე რეაქცია მოჰყვა.