უამინდობა შეერთებულ შტატებში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ოკლაჰომაში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ოკლაჰომა სიტის მიაყენა, სადაც წყალდიდობას ძლიერი ქარიშხალიც დაერთო. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.