შეერთებული შტატები ავსტრალიიდან მიგრანტებს მაინც მიიღებს. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მაიკლ პენსის თქმით, ვაშინგტონი ავსტრალიასთან დადებულ შეთანხმებას შეასრულებს, რითაც პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. ავსტრალიიდან მიგრანტების მიღების წინააღმდეგ თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი გამოდიოდა.