ბრიტანეთში დედოფლის დაბადების დღე იზეიმეს. ელიზაბეტ მეორე 91 წლის გახდა. მონარქის იუბილე ტრადიციულად ლონდონის ჰაიდ-პარკიდან ზალპების გასროლით აღნიშნეს. დედოფალმა დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად, მოკრძალებულად აღნიშნა. მას ტრადიციულად შოკოლადის ნამცხვარი მიართვეს. ელიზაბეტ მეორე 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა, სამეფო ტახტზე კი 1952 წელს, 25 წლის ასაკში ავიდა.