ბელგიაში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა. რეიდები ბრიუსელის რამდენიმე რაიონში მოეწყო. პოლიციამ დაკავებულთა ბინები გაჩხრიკა. ოფიციალური ბრიუსელის განცხადებით, რეიდები პარიზის თავდასხმას არ უკავშირდება.