ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზარდა. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 140-ს აღწევს. თავდასხმა მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზაზე თალიბებმა განახორციელეს. ისინი ბაზაზე სამხედრო ფორმებში გადაცმულები შეიპარნენ და ცეცხლი გახსნეს. რამდენიმე თალიბმა ყაზარმებთან თავი აიფეთქა.