ხაბაროვსკელი ტერორისტი ისლამისტებთან კავშირში არ ყოფილა. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს. უწყების განმარტებით, თავდამსხმელი რასისტულ შეხედულებებს იზიარებდა და სავარაუდოდ ერთ-ერთ ნეონაცისტურ დაჯგუფებაშიც ირიცხებოდა. თავდასხმა ხაბაროვსკის უშიშროების სამსახურის განყოფილებაზე 18 წლის ახალგაზრდამ მოაწყო. მან შენობის მისაღებში ცეცხლი გახსნა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.