შეტაკებები ავღანეთში. თალიბები თავს მაზარი-შარიფის რაიონში სამხედრო ბაზას დაესხნენ. სამხედრო ფორმაში გადაცმული ჯიჰადისტები ბაზაზე შეიპარნენ და ცეცხლი გახსნეს. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 70 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. საპასუხო სროლის შედეგად 10 თალიბი დაიღუპა.