სირიის სკოლებში რუსულს მეორე ენად ასწავლიან, ბავშვებს კი პუტინის სახელს არქმევენ. ამის შესახებ რუსეთში სირიის ელჩმა რიად ჰადადმა განაცხადა.
„პრეზიდენტ ასადის გადაწყვეტილება, სკოლებში რუსული გაძლიერებულად ასწავლონ, რუსი ხალხისთვის მადლიერების გამოხატულებაა იმ დახმარებისთვის, რომელსაც რუსეთი სირიას უწევს. რუსულს სწავლობენ ბაშარ ასადის შვილებიც, ოჯახებში ახლადშეძენილ ბავშვებს კი რუსეთის პრეზიდენტის სახელს არქმევენ,“-აღნიშნა დიპლომატმა.