სანკტ-პეტერბურგელი თვითმკვლელი ტერორისტის, აკბარჯონ ჯალილოვის მამას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. გადაწყვეტილება სმოლენსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მასშტაბური ტერორისტული აქტი ჯალილოვმა სანკტ-პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს მოაწყო, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. ეროვნებით უზბეკი ჯალილოვი ყირგიზეთის მოქალაქე იყო. მოგვიანებით მან და მამამისმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.