სინდი კროუფორდმა საკუთარი ახალგაზრდობის საიდუმლო გაამხილა. ამერიკელი სუპერმოდელის თქმით, ის ე.წ. "ზონის დიეტას“ იცავს, რის შედეგადაც სხეულის იდეალურ ფორმას ინარჩუნებს. მის მენიუში ხილი, უცხიმო რძე, იოგურტი და ორთქლზე მომზადებული ხორცი შედის. მენიუს მთავარი კერძი კი კომბოსტოს დაბალკალორიული სუპია. კროუფორდი კონსერვირებულ საკვებს, გაზიან და ალკოჰოლურ სასმელებს საერთოდ არ ეკარება. საკვებს ის დღეში 5-ჯერ, მცირე ულუფებით მიირთმევს. 51 წლის სუპერმოდელი 58 კილოგრამს იწონის.