რუსი დეპუტატები ლენინის დასაფლავებას მოითხოვენ. ,,რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმაში შესულია კანონპროექტი, რომელიც შეიმუშავებს იურიდიულ მექანიზმს ვნადიმერ ლენინის დასაფლავებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ,,საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი ლენინის საქმეს“. მათივე განცხადებით, კანონპროექტი ლენინის დაბადების დღეს, 22 აპრილს დაუკავშირეს.