ბრიუსელმა ბელარუსს თავი უნდა დაანებოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პარლამენტისადმი მიმართვაში განაცხადა.
„ისინი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებით გამოყენებაში გვადანაშაულებენ, თუმცა მანიფესტანტებს თავადაც უცერემონიოდ შლიან. ასევე გვაბრალებენ ადამიანის უფლებების დარღვევას, მაგრამ თავად როგორ ექცევიან მიგრანტებს?“-აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.