დიორის მოდის სახლმა ტოკიოში ახალი მაღაზია გახსნა, სადაც პირველი ქალი დიზაინერის, მარია გრაცია კიურის ნამუშევრები წარადგინა. კიური დიორის სახლის შემოქმედებით გუნდს შარშან ივლისში შეუერთდა. მანამდე ის 20 წლის განმავლობაში ვალენტინოს სახლში მუშაობდა. საგანგებოდ ტოკიოს მაღაზიისთვის დიზაინერმა ახალი კოლექცია შექმნა. მისი შთაგონების წყაროდ ალუბლის ყვავილობა და დიორის 1953 წლის კოლექცია, სახელწოდებით „იაპონური ბაღი“ იქცა.