იერუსალიმში პარლამენტის წინ დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მარიხუანას მოხმარებას წინააღმდეგ გამოვიდნენ. მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ქნესეთმა მხარი ერთი თვის წინ დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მოხმარება დანაშაულად აღარ ჩაითვლება. გაეროს მონაცემებით,მარიხუანას ისრაელის მოსახლეობის 9 პროცენტი მოიხმარს, თუმცა, ებრაელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდია. ქვეყანაში 25 ათასამდე ადამიანს მსუბუქი ნარკოტიკის სამედიცინო მიზნით მოხმარების ლიცენზია აქვს.