ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი წილოსანის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მზადება" ამერიკის შეერთებულ შტატებში კინოფესტივალის The Globe International Film Festival ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
გიორგის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა.
The Globe International Film Festival ამერიკაში წელს მესამედ ჩატარდა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უხმო ფილმებს უთმობს.