თურქეთის რეფერენდუმის შედეგები არ გადაიხედება. უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ოპოზიციის აპელაცია არ დააკმაყოფილა. სახალხო-რესპუბლიკური პარტია პლებისციტის შედეგების გაუქმებას ითხოვდა, რასაც მხარი საარჩევნო საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 11-მა წევრმა მისცა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 51,4-მა პროცენტმა დაუჭირა. საბოლოო შედეგებს უმაღლესი საარჩევნო საბჭო 28 აპრილამდე გამოაქვეყნებს.