ავსტრალია საემიგრაციო რეგულაციებს ამკაცრებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა. მისივე თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრალიის მოქალაქეობის მიღება სურთ, ქვეყანაში 4 წელი უნდა ჰქონდეთ ნაცხოვრები. გარდა ამისა, მათ ენის სრულყოფილი ცოდნა ევალებათ. მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის უფლება მსურველებს მხოლოდ 3-ჯერ მიეცემათ.