მასობრივი არეულობები ვენესუელაში. მორიგი ანტისახელისუფლო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. არეულობების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთაგან ორი დემონსტრანტი, ერთი კი გვარდიის სერჟანტია. მასშტაბური საპროტესტო აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. ოპოზიცია პრეზიდენტ მადუროს გადადგომას მოითხოვს.