ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გეგმა პუტინის ადმინისტრაციის ინსტიტუტმა შეიმუშავა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი 3 მოქმედი და 4 ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. როიტერის ინფორმაციით, გეგმაზე რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი მუშაობდა, რომელსაც უშუალოდ პუტინი აკონტროლებს. აქტიური პროპაგანდისტული საქმიანობა მიზნად პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის რეპუტაციის შელახვას ისახავდა.