საქართველოში H1N1 ვირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, დაავადებულთაგან ორი უკრაინიდან შემოვიდა, ერთი თურქეთიდან და ერთი დიდი ბრიტანეთიდან. ამ დროისათვის დაავადებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
დღეის მონაცემებით საქართველოში სულ 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 29 უცხოეთიდან არის შემოტანილი. ორი კი მათთან კონტაქტის შედეგად დაავადდა.
იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ტარდება ყველა ზომები, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული. იმნაძის თქმით, გრძელდება საქართველოში ჩამოსულებზე მეთვალყურეობა და ამაში საბაჟო სამსახურიც არის ჩართული.
"საქართველოსი ვირუსის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატების საკმაო მარაგი არსებობს. კერძოდ, ქვწეყანაში ამ დროისათვის 111 ათასი სამკურნალო დოზა `ტამიფლუ~ და 27 ათასი დოზა `რელენზაა~, _ აცხადებს იმნაძე.