მოდის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის დიზაინერ ვიქტორია ბექჰემს პრინცმა უილიამმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ვიქტორია ბექჰემმა განაცხადა, რომ მიღებული ჯილდოთი ამაყობს. დიზაინერმა აღნიშნა, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი ოჯახს მიუძღვის.