ამერიკის სახელმწიფო მდივანი ირანს მუდმივ პროვოკაციებში ადანაშაულებს. რექს ტილერსონის თქმით, თეირანის ქმედებები ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული და რეგიონში შეერთებული შტატების ინტერესებს აზარალებს. აშშ პირველი დიპლომატის განცხადებით, უყურადღებობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ირანი ჩრდილოეთ კორეის გზას დაადგეს.