აშშ პრეზიდენტისა და პალესტინის ლიდერის შეხვედრა ვაშინგტონში 3 მაისს დაიგეგმა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერების საუბრის მთავარი თემა პალესტინის ავტონომიასა და ისრაელს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება.