თურქეთის აღმოსავლეთის რეგიონში ქვეყნის პოლიციის შვეულმფრენი ჩამოვარდა. შვეულმფრენში იმყოფებოდა 12 ადამიანი, - პოლიციელები, ერთი მოსამართლე, ერთი ჯარისკაცი და ეკიპაჟის წევრები. სავარაუდოდ, ავარია გამოიწვია ცუდმა ამინდმა. სამაშველო სამუშაოები გაძნელებულია, რადგან მაშველებს ხელს უშლის ძლიერი ნისლი.