თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გაახანგრძლივეს. საგანგებო მდგომარება რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ გამართული მასშტაბური დემონსტრაციის პარალელურად, თურქეთის ვიცე პრემიერმა, ნუმან ქურთუმლუშმა გაახანგრძლივა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად მიიღო.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კვლავ შენარჩუნებული იქნება უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.
თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ სტამბოლში ასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა.