მსოფლიოს უხუცესი ქალბატონი, იტალიელი ემა მორანო 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა „რეპუბლიკა“ იტყობინება. ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ მორანო დღეში სამი კვერცხისა და დაკეპილი ხორცის ჭამას, ასევე მარტოობას თვლიდა. იტალიელმა ქალბატონმა მსოფლიოს უხუცესის ტიტული 11 წელი ატარა. მან ეს ტიტული მას შემდეგ მიიღო, რაც 2016 წლის მაისში 116 წლის ასაკში ამერიკელი მუტაშ ჯონსი გარდაიცვალა.