იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, რუსეთის პრეზიდენტს ვაიძულებ პატივი მცეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„მე არაფრით ვარ ვალდებული რუსეთის წინაშე. საფრანგეთი ხშირად იყო რუსეთის მოკავშირე, მათ შორის საბჭოთა კავშირის პერიოდშიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რუსეთს საერთაშორისო ნორმების დარღვევის უფლება მივცეთ. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, რუსეთთან დიალოგს გავაგრძელებ უკრაინისა და სირიის საკითხებთან დაკავშირებით და ხელს შევუწყობ მოსკოვისთვის სანქციების მოხსნას, თუ რუსეთი აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს,“-აღნიშნა მაკრონმა.